მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IFFHS-მა წლის საუკეთესო მწვრთნელებს შორის ვილი სანიოლი დაასახელა

IFFHS ვილი სანიოლი

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია ტრადიციულად ყოველ წელს საფეხბურთო პოზიციების მიხედვით წლის საუკეთესოებს ავლენს. წლის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი როდრისა და მეკარედ არგენტინელი ემილიანო მარტინესის დასახელების შემდეგ, IFFHS-მ საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელები დაასახელა.

ათეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრები მწვრთნელი, ვილი სანიოლიც, რომელმაც ისტორიაში პირველად საქართველო ჯერ ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო შემდეგ ჯგუფური ეტაპიდან გაიყვანა.

საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელად ევრო-2024-ის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე დასახელდა, რომელსაც 274 ქულა ერგო. მეორე ადგილი 148 ქულით, არგენტინის ნაკრებთან ერთად გამარჯვებულმა ლიონელ სკალონიმ მიიღო, ხოლო მესამე ადგილზე საფრანგეთის თავკაცი დიდიე დეშამი გავიდა.

ცნობისთვის, ვილი სანიოლმა სიაში 6 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა და მეათე ადგილზე გასულ ურუგვაის მწვრთნელ მარსელო ბიელსას ერთი ქულით აჯობა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფედერაცია საუკეთესო მწვრთნელებს 1996 წლიდან აჯილდოებს, ხოლო გამარჯვებულები ფედერაციის წარმომადგენელთა და ექსპერტთა მიერ ხმის მიცემით ვლინდებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები