მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იფიცება საქართველო - ბიზნესის ნაწილი დაკავებულების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვს

საყოველთაო გაფიცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა. საყოველთაო პროტესტს რამდენიმე ასეული კომპანია შეუერთდა. აღსანიშნია, რომ ბიზნეს სექტორის გაფიცვის ეს ფორმა საქართველოში უპრეცედენტოა. აქციის ორგანიზატორებმა დღეს დასაქმებულებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ დაკეტონ კარი და დროშებითა და ტრანსპარანტებით დადგნენ მათი სამუშაო ადგილების წინ. გაფიცული მოქალაქეები, დღის ბოლოს კი ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები