მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IFLR 1000 საქართველოში მოქმედ საუკეთესო იურიდიულ ფირმებს აფასებს

5be04628ac27f
BM.GE
05.11.18 17:28
1086
IFLR 1000-მა მსოფლიოში საუკეთესო იურიდიული კომპანიების ყოველწიური შეფასება განაახლა.

წლევანდელ რეიტინგში (ფინანსური და კორპორაციული) მოხვდნენ საქართველოში მოქმედი კომპანიები BGI Legal, Dentons, BLC, Business Legal Bureau, „მგალობლიშვილი, ძიძიგური, ყიფიანი“, BDO, Begiashvili & Co, ღვინაძე და პარტნიორები, LPA Low Firm.

IFLR 1000-მა, რომელიც მსოფლიოში იურიდიულ და ფინანსურ კომპანიებს 1990 წლიდან აფასებს, კომპანიას „ნოდია ურუმაშვილი & პარტნიორები“ შეფასება მისცა. კერძოდ, ავტორიტეტული ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ნოდია ურუმაშვილი და პარტნიორები“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ფირმაა, რომელსაც გამოცდილება აქვს საბანკო, საფინანსო და საგადასახადო სფეროებში. ამასთან, შეფასებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიას აქვს დიდი გამოცდილება რესტრუქტურიზაციისა და გადახდისუუნარობის საქმეებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები