მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იფქლი" : თუ სიტუაცია არ შეიცვალა პურის ფასის გადახედვა მოგვიწევს

5b962867e928f
ლევან თაღიაშვილი
10.09.18 13:30
1283
იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია არ შეიცვალა, პურის მწარმოებლები  პროდუქტის ფასს გადახედავენ. BM.GE-ს კომპანია "იფქლში" განუცხადეს, რომ ისინი ჯერჯერობით ახერხებენ არსებული ღირებულების შენარჩუნებას მარაგების ხარჯზე, თუმცა ნედლეულის გაძვირების შემთხვევაში მოუწევთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტის გაძვირება.

"მსოფლიო ბაზარზე წელს ხორბალზე ფასი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც თავისთავად ქართველი მწარმოებლებისთვისაც აძვირებს ბაზარზე ნედლეულის ფასს. ამას გარდა, ლარის გაუფასურება, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა კიდევ უფრო ართულებს მწარმოებლებისთვის არსებულ სიტუაციას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით,  ქართულ ბაზარზე საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. მცირე მეწარმეების ნაწილმა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში უკვე გაზარდა მზა პროდუქტზე ფასი. მიუხედავად ამისა, ჩვენს კომპანიას აქვს რამდენიმე კვირის მარაგი, რაც საშუალებას გვაძლევს პროდუქტზე შევინარჩუნოთ არსებული ღირებულება. იმ შემთხვევაში თუ სიტუაცია არ შეიცვალა უკეთესობისკენ, ვფიქრობთ, პურის მასიურ მწარმოებლებსაც მოგვიწევს ბაზარზე პურის ფასის გადახედვა" - განაცხადეს კომპანიაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები