მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IG Development-ი $25 მლნ და 15 მლნ ევროს ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს - Galt And Taggart

მოლები

Galt And Taggart-ის ინფორმაციით, „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია" ჯამურად 82 მილიონი დოლარის პროგრამის ფარგლებში პირველი და მეორე ტრანშების სახით 25 მილიონ დოლარამდე და 15 მილიონ ევრომდე საჯარო ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

საინვესტიციო ბანკის ცნობითვე, ტრანზაქცია ფინანსდება სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი პროგრამით.

"აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია“ ლიდერი კომპანიაა საქართველოს ბაზარზე კომერციული უძრავი ქონების სექტორში. კომპანიას 15-წლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე და ფლობს ორ წამყვან სავაჭრო ცენტრს თბილისში - „სითი მოლი საბურთალოს“ და „სითი მოლ გლდანს“, რომლებიც წლებია სტაბილურად 100%-მდე დატვირთულობას ინარჩუნებენ, ასევე ბიზნესს ცენტრ „სითი თაუერს“, - წერია Galt And Taggart-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი 2025 წელს რეკორდულ მაჩვენებლებს უმიზნებს. ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყნის ადგილობრივი კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზრის ზომა 2.7 მილიარდ ლარს აჭარბებს. ყველაზე მეტი 1.4 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებული ობლიგაციებია, თითქმის 1.2 მილიარდით ლარში დენომინირებული, ხოლო ევროს ობლიგაციების ზომა მხოლოდ 121 მილიონი ლარია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ წელს ლარის ობლიგაციების წლიური განაკვეთი საშუალოდ 11-12%-ს შორის მერყეობდა, დოლარის შემთხვევაში კი 8-8.5% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები