იგეგმება რამდენიმე გაცვლითი პროგრამის, მათ შორის UGRAD, PFP, Access-ის გაუქმება. ამის შესახებ ინფორმაციას ალიანსი საერთაშორისო გაცვლისთვის ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისმა (OMB) საგანმანათლებლო და კულტურული საქმეთა ბიუროს (ECA) 22 პროგრამა დაასახელა, რომლებისთვისაც 2025 წელს დაფინანსების შემცირებას გეგმავს. ეს დაფინანსება კი, დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს.
როგორც ინფორმაციაში წერია, ამ სახსრების გარეშე, საფრთხე ექმნება ყველა მიმდინარე და მომავალ გაცვლით პროგრამას.
ქვემოთ მოცემულია იმ პროგრამების სია, რომელთა შემცირებასაც OMB გვთავაზობს:
- Community College Administrator Program (CCAP)
- Community College Initiative Program (CCI)
- Community Engagement Exchange (CEE, Leahy Initiative on Civil Society)
- Council of American Overseas Research Centers
- English Access Scholarship Program
- English Language Fellow Program
- Global Undergraduate Exchange Program (UGRAD)
- IDEAS Program
- International Center for Middle Eastern-Western Dialogue (Hollings Center)
- Kennedy-Lugar Youth Exchange and Study (YES) and YES Abroad Program
- Leaders Lead On-Demand
- Mandela Washington Fellowship for Young African Leaders
- Mike Mansfield Fellowship Program
- National Clearinghouse for Disability and Exchange (NCDE)
- Professional Fellows Program
- Survey of International Educational Exchange Activity (IEEA) in the United States
- TechWomen
- The J. Christopher Stevens Virtual Exchange Initiative
- U.S. Congress-Korea National Assembly Exchange Program
- U.S.-South Pacific Scholarship Program (USSP)
- Young Southeast Asian Leaders Initiative (YSEALI) Academic Fellowship
- Young Southeast Asian Leaders Initiative (YSEALI) Professional Fellowship Program (PFP)
გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე წერია რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს, იმისთვის რომ ეს გაცვლითი პროგრამები არ გაუქმდეს: "დაურეკეთ კონგრესს და მისწერეთ მას ახლავე; გაუგზავნეთ ეს შეტყობინება თქვენს ქსელში ყველას: მასპინძელ ბიზნესებს, სკოლებს, ბანაკებს, ოჯახებს, მონაწილეებს, კურსდამთავრებულებს და საზოგადოების წევრებს; გაუგზავნეთ თქვენი უნივერსიტეტის პრეზიდენტებს; გაუგზავნეთ საელჩოებსა და ელჩებს, როგორც აშშ-ის, ასევე უცხო ქვეყნების; დაუკავშირდით თქვენს ქსელში ნებისმიერ ადამიანს, ვისაც, თქვენი აზრით, გავლენა აქვს OMB-ში და შეუძლია დაუკავშირდეს ან გავლენა მოახდინოს დირექტორ ვოთზე", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


























