მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IGH-მა აბასთუმანში, ბაღდათში და საჩხერეში რეგიონული ოფისები გახსნა

5a9fb7654b048
BM.GE
07.03.18 13:55
1130
რეგიონთაშორისო საავტომობილო გზების მშენებლობის ხარისხის გაკონტროლების მიზნით საინჟინრო-საზედამხედველო კომპანია „IGH“-მა საქართველოს მასშტაბით სამი რეგიონული ოფისი გახსნა - აბასთუმანში, ბაღდათში და საჩხერეში. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ სამი ოფისის გახსნა.

ოფისები განახორციელებენ ზედამხედველობას ზემო იმერეთი-რაჭის და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების მშენებლობაზე, რომელიც ნაწილობრივ უკვე დაწყებულია.

აბასთუმნის, ბაღდათის და საჩხერის რეგიონული ოფისები მთლინად ქართველი, მაღალკვალიფიციური ინჟინრებით დაკომპლექტდა, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში დააკვირდებიან სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას და პროექტთან თანხვედრას. ზემო იმერეთი-რაჭის და ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები კომპანია „IGH“-მა დააპროექტა.

სამშენებლო სამუშაოების დროულად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მარშრუტები რამდენიმე მონაკვეთადაა დაყოფილი, რათა ერთდროულად დაპროექტდეს რამდენიმე მონაკვეთი და დაიწყოს მათი მშენებლობა.

კომპანია Institute IGH 1949 წელს ხორვატიაში დაარსდა. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს მშენებლობის პროექტირებას და ტექნიკურ ზედამხედველობას. 2012 წლის ოქტომბერში ხორვატიაში ვალების რესტრუქტურიზაციის საყოველთაო პროცესი დაიწყო. ხორვატიის მთავრობის მიერ ინიცირებული ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესი მიზნად ისახავდა მანამდე დავალიანების მქონე კომპანიების ვალების რეგულირების ჩარჩოებში მოქცევას. ვალის რესტრუქტურიზაციის პროცესი კომპანია „Institute IGH“-საც შეეხო. თუმცა ძირითადი აქციონერის შეცვლის შემდეგ , 2013 წლის 10 ივნისს დაწყებული რესტრუქტურიზაციის პროცესი ექვს თვეში - 2013 წლის 5 დეკემბერს წარმატებით დასრულდა.

Institute IGH-მა საქართველოში საქმიანობა 2016 წლის ბოლოს დაიწყო, როცა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გააფორმა ხელშეკრულება, სამშენებლო საზედამხედველო მომსახურების შესახებ. ამასთან, Institute IGH-ის საქართველოს ფილიალი ახორციელებს საერთაშორისო და შიდასახელმწიფებრივი მნიშვნელობის გზების მჟშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტირებას. საქართველოს გარდა, 2017-2018 წლებში Institute IGH-მა მოიგო 8 ტენდერი, საერთო ღირებულებით 14,4 მილიონი ევრო. ამჟამად კომპანია მონაწილეობს და უკვე მოვხდა ე.წ. „შორთ ლისტში“ 10 საერთაშორისო ტენდერში, მათ შორის ბოსნია-ჰერცოგოვინაში, რუმინეთში და სლოვენიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები