მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგოეთში სუნელების წარმოება ამოქმედდა

636792bdd66c0
მარიამ იზორია
06.11.22 17:00
1066
იგოეთში სუნელების წარმოება ამოქმედდა. საუბარია კომანია “იგოეთზე”, რომელიც 18 დასახელების სუნელ-სანელებლებს აწარმოებს, საიდანაც 12 დასახელება საკმაზია, დანარჩენი ექვსი კი, ფოთლოვანი სანელებლებია.

როგორც bm.ge-სთან “იგოეთის” კომერციული დირექტორი ვაჟა ილურიძე ყვება, თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღჭურვილ საწარმოს დღეში 7500 ერთული პაკეტის გამოშვება შეუძლია. მისივე თქმით, სუნელები, ჯერჯერობით, მხოლოდ სუპერმარკეტების ქსელ “ზღაპარში” იყიდება, თუმცა კომპანიის გეგმებში ექსპორტიც შედის.

"ჩვენი საწარმო თანამედროვე მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი და ის ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს. დანადგარს დღეში 7500 ერთეული პაკეტის წარმოება შეუძლია, თუმცა საწარმოს რესურსი მეტია. "იგოეთის” სანელებლების შენახვის ვადა ჩვეულებრივზე მეტია. ჩვენს შეფუთვებში აზოტის დანადგარი აზოტს ამატებს, რაც პაკეტიდან ჟანგბადის გამოდევნას უზრუნველყოფს და სუნელი 2 წლის განმავლობაში ვარგისია.

კომპანიისთვის ხარისხი უმთავრესია. ქარხანაში ოზონატორები გვაქვს დამონტაჟებული, რომლის დახმარებითაც ყველანაირი ბაქტერია ნადგურდება. საწარმოში HACCP-ის სტანდარტიც დანერგილია.

რაც შეეხება რეალიზაციას, “იგოეთის” სუნელები სუპერმარკეტების ქსელ “ზღაპარში” იყიდება. მოლაპარაკებები გვაქვს ექსპორტის მიმართულებითაც და თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ექსპორტს მიმდინარე წლის ზამთრის სეზონზე განვახორციელებთ”, - ამბობს “იგოეთის” კომერციული დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები