მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იგორ სტეპანოვი: Apple Pay-ის პროექტში ქართული ბანკების პროფესიონალიზმმა მოლოდინებს გადააჭარბა

5dceb2381c91f
ანი ციხისთავი
16.11.19 13:00
2217
MasterCard-ის მენეჯერი საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში იგორ სტეპანოვი BM.GE-სთან Apple Pay-ს შედეგებს აფასებს.

მისი თქმით, საქართველოში ერთ კვირაში Apple Pay-ზე დარეგისტრირებული ბარათების რაოდენობა, ყაზახეთში ერთ წელიწადში დარეგისტრირებული ბარათების რაოდენობას აღემატებოდა.

"ჩვენ ამ ფაქტით ვამაყობთ", - აცხადებს ის. მისივე თქმით, Mastercard-მა სათანადოდ ვერ შეძლო ქართული ბაზრის შეფასება მიუხედავად იმისა, რომ გეგმა საქართველოს მსგავსი ბაზრების გათვალისწინებით შედგა.

სტეპანოვის განცხადებით, Apple Pay წლის მთავარი პროექტი იყო.

"პროექტში ქართულმა ბანკებმა პროფესიონალური თვალსაზრისით ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა", - აღნიშნავს ის.

მან BM.GE-სთან Mastercard-ის მიზნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოებისა და მოხერხებულობის გაზრდა მათი მთავარი მიზანია. მისი განმარტებით, გადახდა რაც შეიძლება მარტივად და 100%-იანი უსაფრთხოებით უნდა მოხდეს.

"ტელეფონით გადახდისას, ადამიანს აღარ უნდა სჭირდებოდეს უამრავი რიცხვის დამახსოვრება, საკმარისი უნდა იყოს მხოლოდ ბიომეტრიული მონაცემები - ეს ყველაფერი უბრალოდ დროის ამბავია", - აცხადებს სტეპანოვი.

შეგახსენებთ, რომ Mastercard 210 ქვეყანაში ოპერირებს და დაახლოებით 2.4 მილიარდი ბარათის ბრუნვა აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები