მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში #FDI 12%-ით შემცირდა, 6 თვეში - 15.5%-ით

2025 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 12%-ით, 580.1 მლნ დოლარამდე შემცირდა, წლის პირველ ნახევარში FDI-ს სახით ქვეყანაში 763.7 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წლიურად 15,5%-იანი ვარდნაა. კვლავინდებურად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში წამყვანი რეინვესტიციებია. მეორე კვარტლის მდგომარეობით, 580,1 მილიონი დოლარიდან 466,6 მილიონ დოლარს, ანუ 80,4%-ს რეინვესტიციები წარმოადგენდა. ანალიტიკოსების და ბიზნესის ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარების ფონზე, ინვესტიციების კლება მოულოდნელი არ ყოფილა და ამ ტენდენციის გაგრძელება მომავალშიც მოსალოდნელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები