მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში ქვეყანაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 9 ათასით გაიზარდა - საქსტატი

ხალხი

საქსტატის ინფორმაციით, II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7% შეადგინა. 

2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხვი 48.7 [(5.6%] ათასით გაიზარდა და 916.7 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 9 ათასით გაიზარდა [2.2%] და 410.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რიცხვი 14.6 ათასით (5.2%) შემცირდა და 267 ათასი გახდა.

საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.2%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.3% შეადგინა. 

ამასთან, II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69% გახდა.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 14.5% და 18.5% შეადგენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები