მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში, საქართველოში სასტუმროების რაოდენობა 0.5%-ით გაიზარდა - Galt&Taggart

ფასანაური

სასტუმრო ნომრების რაოდენობის ზრდა 2024 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდა, - ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის სექტორის მიმოხილვაში.

"2024 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების საერთო რაოდენობა 0.5%-ით გაიზარდა და 1194 შეადგინა, მაშინ როცა სასტუმროს ნომრების რაოდენობა 1.9%-ით გაიზარდა და 36 064 შეადგინა. სასტუმრო ნომრების უმრავლესობა თბილისში (ჯამური წილი 36.5%) და აჭარაშია (30.3%) კონცენტრირებული", - წერია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.

რაც შეეხება სასტუმროების დატვირთულობას, Galt&Taggart-ის მიმოხივლის თანახმად, თბილისში დატვირთულობამ 2019 წლის დონეს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები