მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

II კვარტალში საშუალო ხელფასი 177 ლარით 2 389 ლარამდე გაიზარდა

ხელფასი

II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით 2 389 ლარამდე გაიზარდა. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8%-ით (177 ლარით) გაიზარდა და 2 389 ლარი
შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 400 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით
გაიზარდა 5.4%-ით);
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 4 074 ლარი (გაიზარდა 9%-ით);
მშენებლობა - 3 496.6 ლარი (გაიზარდა 0.8%-ით);
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 3 304.8 ლარი (გაიზარდა 10%-ით).

II კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 927 ლარი, ხოლო კაცების - 2 856 ლარი იყო. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 157.5 ლარი (9%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 200.5 ლარი (7.6%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა 153.8 ლარით (6.6%) და 2 471.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი დაფიქსირდა ინფორმაციის და კომუნიკაციის (4 464 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.2%-ით) და პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (3 693.0 ლარი, გაიზარდა 7.3 პროცენტით).

არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 215 ლარით (10.6%) გაიზარდა და 2 239 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები