მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებში კონტროლის შედეგად 18 დარღვევა გამოვლინდა

მონიტორინგი
16.11.24 13:03
385

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 140-ზე მეტ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონტროლის შედეგად გამოვლინდა 18 სამართალდარღვევა, მათ შორის, ერთ შემთხვევაში აკრძალული პრეპარატის იმპორტი, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდის რეალიზაციის ფაქტები, მარკირებისა და შეფუთვის წესის დარღვევა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა.

"გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, უხარისხო და ვადაგასული პრეპარატები დაილუქა და განადგურდა შესაბამისი წესის დაცვით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წლის განმავლობაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ყველა რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტის შემოწმება აქვს დაგეგმილი. სააგენტოს ინსპექტორები, პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშებს იღებენ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები