2025 წლის III კვარტალში, საქართველოში მოქმედ 31 ელევატორში 136.7 ათასი ტონა პროდუქცია იყო შენახული, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, 29 ელევატორში განთავსებულ 91.5 ათას ტონა პროდუქციას 49.7%-ით აღემატება - ამის შესახებ საქსტატის კვარტალურ პუბლიკაციაშია საუბარი.
მესამე კვარტალში ელევატორებში შენახული 136.7 ათასი ტონა პროდუქტიდან: ხორბალი - 70.3%; სოიოს შროტი - 15.9%
ამასთან, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 71.8%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2025 წლის III კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულ იქნა 75.7 მილიონი ლარის ღირებულების 76.9 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 29.8% იყო იმპორტირებული იყო, ხოლო 60.3% – ადგილობრივი. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 700 ათასი ლარით შემცირდა, ხოლო მოცულობა 39%-ით, 21.7 ათასი ტონით გაიზარდა.
საქსტატის თანახმად, ელევატორთა უმრავლესობა, 35.5%, ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული.
ამასთან, III კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 11 (წლიური კლება - 2) მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 54 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 403 კაცით განისაზღვრა.
ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 77.4%.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ივლისში შეადგენდა 49.2 პროცენტს, აგვისტოში – 49.4%-ს , ხოლო სექტემბერში – 49.9%-ს.




























