გამყვან ტურიზმში კლებაა, III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების წლიურად 7.4%-ით შემცირდა. კლებაა საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაშიც, სტატისტიკა აჩვენებს რომ მესამე კვარტალში 6.8%-ით ნაკლები ვიზიტი განხორციელდა, ამავე მონაცემებით ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა , შესაბამისად, 237.4 ათასი და 119 ათასი ვიზიტი. საქსტატის მონაცემებით III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.9 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (7.2 ღამე) 9.3 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 98.2% განმეორებითი ხასიათის იყო. რაზე მეტყველებს სტატისტიკა, რამ განაპირობა ცვლილება და როგორია მოლოდინები;