მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 11%-ით [201 ლარით] 2056 ლარამდე გაიზარდა. საშუალო თვიურ ხელფასს საქსტატი გადასახადების ჩათვლით თვლის.
რაც შეეხება ბიზნესს სექტორს, რომელიც საჯარო და საფინანსო სექტორის გარდა ყველა დარგს მოიცავს, საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 183 ლარით (9-ით%) 2190 ლარამდე გაიზარდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (4 065 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 0.2%-ით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 500 ლარი, გაიზარდა 17%-ით) სფეროებში ფიქსირდება. საქსტატის მეთოდოლოგიით ბიზნესს სექტორი საფინანსო სფეროს არ მოიცავს.
III კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი წლიურად 234 ლარით (15%-ით) 1 813 ლარამდე გაიზარდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.