მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.8 მლნ მგზავრს მოემსახურნენ - საქსტატი

ქუთაისის აეროპორტი

საქსტატის ინფორმაციით, მე-3 კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა. წლიურ ჭრილში ზრდა 15%-ს შეადგენს. 9 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებით ჯამში თითქმის 6.5 მილიონმა მგზავრმა ისარგებლა.

მე-3 კვარტალში აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. ამას გარდა, აეროპორტებიდან შესრულებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 10.8 ათასი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 15.4%-ით აღემატება.

III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 247.2 ათასი მგზავრი და გადატანილია 35 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 21%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ქართულ ავიაკომპანიებს წელს ჯამში თითქმის 541 ათასი მგზავრი ჰყავთ გადაყვანილი, აქედან თითქმის 510 ათასი Georgian Airways-ია, რომელსაც მგზავრების რაოდენობა რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ გაეზარდა. ის ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ამ დროისთვის საქართველოდან რუსეთში დაფრინავს. თამაზ გაიაშვილის დაფუძნებული კომპანია ქართული საავიაციო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და მას მხოლოდ Wizz air-ი უსწრებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები