III კვარტალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა
BM.GE
15.11.22 09:32
• 240
საქსტატის ინფორმაციით 2022 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.3 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2.8-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 2022 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.6 მილიონს მიაღწია, რაც 2.5-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ტურიზმის გამოცოცხლების დინამიკაზე სხვადასხვა ტურისტული კომპანიები, ასევე ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ. მათი თქმით, სამი კვარტლის განმავლობაში დაკვირვების შედეგად ტურიზმმა გამოცოცხლება დაიწყო. კომპანიებს 2022 წლის ბოლომდე პოზიტიური მოლოდინები აქვთ, თუმცა მაღალი ინფლაციის ფონზე, ბიზნესში გარკვეულ სირთულეებს ხედავენ.