მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

III კვარტალში ყველაზე მეტი FDI მრეწველობაში ჩაიდო - TOP-ინვესტორი ქვეყნები და კომპანიები

ბორჯომი

მიმდინარე წლის III კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამმუშავებელ მრეწველობაში ჩაიდო და ამ დარგმა ეკონომიკის სექტორების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ივლის-აგვისტოსა და სექტემბერში ქვეყანაში ამ სექტორში 63.6 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2023 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს [$25.7 მილიონს] აღემატება.

თუმცა დამმუშავებელ მრეწველობაში წლის პირველ 9 თვეში, ანუ სამ კვარტალში ჯამურად 147 მილიონი დოლარის FDI ჩაიდო, რაც 2023 წლის 9 თვეს მონაცემებთან [$293.9 მლნ] შედარებით თითქმის განახევრებულია.

BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ დამმუშავებელ მრეწველობაში რომელი ქვეყნიდან შემოვიდა ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია და რომელ კომპანიებში ჩაიდო ეს თანხები.

ოფიციალური მონაცემებით, III კვარტალში დამმუშავებელი მრეწველობის უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ნიდერლანდები იყო, რომელზედაც ქვეყანაში შემოსული FDI-ის ნახევარზე მეტი მოდის.

დამმუშავებელი მრეწველობის სექტორის ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

  1. ნიდერლანდები - $36.8 მილიონი;
  2. კვიპროსი - $9 მილიონი;
  3. ვირჯინიის კუნძულები - ...;
  4. გერმანია - $3.2 მილიონი;
  5. ყაზახეთი - $2.7 მილიონი;
  6. ჩეხეთი - ...;
  7. აზერბაიჯანი - $1.4 მილიონი;
  8. თურქეთი - $1.3 მილიონი;
  9. ლუქსემბურგი - ...;
  10. შვეიცარია - $675 ათასი;

რაც შეეხება კომპანიებს, რომლებშიც 2024 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა, TOP-10 ინვესტორი კომპანია ასე გამოიყურება:

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
  • შპს კნაუფ გიპს თბილისი;
  • საქართველოში შპს მეგავატ სერვისის წარმომადგენლობა;
  • შპს ჯეოსთილი;
  • სს ლომისი;
  • შპს ქართული ცემენტი;
  • შპს აჭარა ტექსტილე;
  • შპს ვოთერლენდი;
  • შპს რუსთავის ფოლადი;
  • შპს საქართველოს ცემენტის კომპანია.

შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები