მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ikea აუცრელ თანამშრომლებს თვითიზოლაციის დროს გაცდენილ სამუშაო დღეებს არ აუნაზღაურებს

61dd6039a1d7e
თათია კაკიაშვილი
12.01.22 01:00
669
Ikea იმ აუცრელ თანამშრომლებს, რომლებსაც Covid 19-ის გამო თვითიზოლაცია სჭირდებათ, თვითიზოლაციის გამო გაცდენის ანაზღაურებას უმცირებს. ინფორმაციას BBC  ავრცელებს. გამონაკლისი მხოლოდ ისეთი თანამშრომლები იქნებიან, რომელთა აცრაც, სამედიცინო დასკვნით, ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით არ შეიძლება.

საცალო ვაჭრობის გიგანტი კომპანია აღიარებს, რომ ეს „ემოციური გადაწყვეტილებაა“, თუმცა ვაქცინაციის მნიშვნელობის პოპულარიზაციისთვის საჭირო და დროულია.

სიახლე ძალაში მომდევნო კვირიდან შევა, მანამდე კი აშშ-ში აუცრელი თანამშრომლების სახელფასო დანამატების შემცირება Wessex Water-სა და სხვა კომპანიებში უკვე დაიწყო.

Ikea-ში დღემდე არავაქცინირებული დასაქმებულები, რომლებიც ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტად ყოფნის გამო იზოლირებას საჭიროებენ, კვირაში სულ მცირე 96,35 ფუნტის ანაზღაურებას იღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები