ონლაინ მაღაზია be.ge 10 წელზე მეტია არსებობს და ცდილობს, მომხმარებლებს სულ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს.
მათი ერთ-ერთი რჩეული ბრენდია IKEA, რომლის ყიდვაც ექსკლუზიურად be.ge-ზე შეუძლიათ. რაც მთავარია, თითქმის იმავე ფასად, რასაც ფიზიკურ მაღაზიაში ყიდვის შემთხვევაში გადაიხდიდნენ. ონლაინ მაღაზიაში სკანდინავიური ბრენდის ავეჯის და აქსესუარების მრავალფეროვანი არჩევანია: მაგიდები, სკამები, რბილი ავეჯი, კარადები, სათავსები, სარკეები და სხვა. ასე რომ, როცა მომხმარებელი განსხვავებულს ეძებს, თანაც ხელმისაწვდომ ფასად, იკეა საუკეთესო არჩევანია.
კიდევ ერთი ბრენდი, რომლის ყიდვაც ექსკლუზიურად be.ge-ზეა შესაძლებელი, Longchamp-ია. Მის ფერად ჩანთებს ონლაინ მაღაზიაში ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. ამიტომ be.ge ცდილობს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს მათ.
კონკურენტულ ფასად შეუძლიათ იტალიური ბრენდის, SMEG-ის განსხვავებული ტექნიკის ყიდვაც.
be.ge-ზე არჩევანი ამით არ სრულდება. ონლაინ მაღაზიაში ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი - ტექნიკის, ავეჯის, თავის მოვლის საშუალებების, სამაგიდო თამაშების, წიგნების და აგრო ტექნიკისაც კი.
ონლაინ შოპინგი საუკეთესო ალტერნატივაა, როცა არ გინდა, რომ ჯერ საცობში და შემდეგ რიგში იდგე. იყიდე ონლაინ, ასე უფრო მარტივია.