მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ikea ონლაინ გაყიდვების 45%-იან ზრდაზე აცხადებს

5f7d9be4082ae
ნათია თაქთაქიშვილი
07.10.20 22:41
1775
მსოფლიოში ცნობილი შვედური ავეჯის საწარმო Ikea, პანდემიის დროს ონლაინ გაყიდვების 45%-იან ზრდაზე აცხადებს. აგვისტოს მონაცემებით, კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს 4 მილიარდი მნახველი სტუმრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ონლაინ გაყიდვების ზრდის პარალელურად, 4%-ით შემცირებულია ფიზიკური გაყიდვები და შემოსავალმა 39.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. როგორც კომპანია აღნიშნავს, ფიზიკური გაყიდვების შემცირება პანდემიის დროს გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ვარაუდი რომ მომხმარებელთა ნაწილი შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ფიზიკურ გაყიდვებს და უპირატესობა ონლაინ შეძენას მიანიჭოს, Ikea აცხადებს, რომ კომპანია მაინც გააგრძელებს მაღაზიების გახსნას.

Ikea-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯონ აბრაჰამსონი აცხადებს, რომ მომხმარებელს ყოველთვის ენდომება „შეეხოს და ნახოს რას იძენს“. მისი თქმით, პანდემიის და "ლოქდაუნების" მიუხედავად, მათ მაღაზიებს 825 მილიონი მომხმარებელი ეწვია.

„მოხარულები ვართ ონლაინ გაყიდვების ზრდით, მაგრამ ისიც გვაბედნიერებს რომ მომხმარებელს ჩვენი მაღაზიები მოსწონთ და უყვართ“, - განაცხადა ჯონ აბრაჰამსონმა.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ გაყიდვების ზრდის და პანდემიის ფონზე, შვედურმა კომპანიამ 33 ახალი მაღაზია გახსნა, მათ შორის მოსკოვში, სეულში, შანხაიში, მაკაოში და ასევე გეგმავს მაღაზიების დამატებას მექსიკასა და ფილიპინებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები