მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IKEA პროდუქციაზე ფასებს მთელ მსოფლიოში ზრდის

61d73b474415b
მარიამ ადამია
07.01.22 17:00
992
ავეჯის მწარმოებელი გიგანტური კომპანიების მსგავსად, კომპანია IKEA მიწოდების ჯაჭვში შექმნილი პრობლემების გამო, გაზრდილი ხარჯების დაფარვას ცდილობს. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ტრანსპორტირების ხარჯები განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკასადა ევროპაში გაიზარდა, რაც შესაბამისად, პროდუქციის ფასებზეც აისახება.

კომპანია Ingka Group, რომელიც  IKEA-ის მაღაზიების უმრავლესობას მსოფლიოში ფლობს და მართავს, ამტკიცებს, რომ ფასების ზრდა ასევე განპირობებულია ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაჩვენებლით.

როგორც გამოცემა The Guardian წერს, პანდემიის დროს ხარჯების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, IKEA-ს მაღაზიებში ფასები ძირითადად მაინც სტაბილური დარჩა, მაგრამ იმის გამო, რომ ნედლეულის და გადაზიდვის ხარჯები კვლავ იზრდება, კომპანიამ განაცხადა, რომ ვეღარ ახერხებს ამ ზარალის დაფარვას.

“სამწუხაროდ ახლა, პირველად, ჩვენ იძულებულები ვართ ამ გაზრდილი ხარჯების ნაწილი დავფაროთ გაზრდილი ფასებისა და შესაბამისად ჩვენი მომხმარებლების დახმარებით”, - აღნიშნა საცალო გაყიდვების მენეჯერმა ტოლგა ონჯუმ და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის მთავარ უპირატესობად მაინც ხელმისაწვდომობა რჩება.

ამასთან, როგორც გამოცემა The Guardian წერს, დიდ ბრიტანეთში IKEA -მ ფასები პროდუქციაზე საკუთარ მაღაზიებში დაახლოებით 10-50%-ით გაზარდა და ეტაპობრივად მოიმატებს მთელს მსოფლიოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები