IKEA რუსეთში ოპერირებას აჩერებს. კომპანიამ განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა, სადაც ამ გადაწყვეტილებას რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციით ხსნის.
ამას გარდა, კომპანია აცხადებს, რომ ომის გამო სერიოზული პრობლემები შეექმნათ მიწოდების ჯაჭვსა და გაყიდვებში.
“ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთში ოპერირება დროებით გააჩეროს”, - ნათქვამია განცხადებაში.

























