მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იკორთა“: წარმოების დაახლოებით 100%-ით ზრდას ვგეგმავთ

იკორთა

სოციალური საწარმო “იკორთა” ტიხრული მინანქრის სახელოსნოა, რომელმაც საქმიანობა 2011 წელს, წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაიწყო. შექმნის დღიდან, მათი მიზანი ადგილობრივი ქალებისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობების შესაძლებლობების შექმნა იყო.

როგორც საწარმოს კომუნიკაციების მენეჯერი, ანა ახლოური BM.GE-სთან აცხადებს, წარმოებაზე მოთხოვნა მზარდია და პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ონლაინ და თბილისის 3 მაღაზიაში ხდება. ამასთან ექსპორტზე, ძირითადად ამერიკაში ინდივიდუალურ შეკვეთებს ახორციელებენ. ასევე, ამერიკის საელჩოში სტენდის სახით არიან წარმოდგენილი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული, თუმცა წლის ბოლომდე რაოდენობის 15 ადამიანამდე ზრდა იგეგმება. რათა, რეალიზაციის არხები გაფართოვდეს და წარმოება გაიზარდოს.

„წლების განმავლობაში, ჩვენ საწარმოო გავაფართოვეთ ხაზი და ასევე, მასტერკლასებიც დავამატეთ. ჩვენი წარმოებული პროდუქციის 5% ექსპორტზე ამერიკაში გადის, რადგან საქართველოშივე ხდება ნაწარმის ათვისება. წარმოების ზრდის შემდეგ კი, საექსპორტო მიმართულებებზე მუშაობას აქტიურად დავიწყებთ.

გასულ წელს, 100-მდე მასტერკლასი ჩავატარეთ. 2022-2023 წელს 2000-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა, ყველა საერთაშორისო კომპანიებიდან.

ნედლეულს ადგილობრივი ბაზრიდან ვყიდულობთ. წარმოებული პროდუქციის ფასი 20 ლარიდან იწყება და 180 ლარამდე მერყეობს,“- აცხადებს ახლოური.

მისივე ცნობით, მათი სტუმრების უდიდესი ნაწილი უცხოელია, რომლებსაც გარდა მასტერკლასებისა, ქვეყნის ისტორიასაც აცნობენ.

კომუნიკაციების მენეჯერი აღნიშნავს, რომ მათი მისია დევნილი ქალებისთვის უფასო შემსწავლელი კურსის უზრუნველყოფა და დასაქმების შესაძლებლობის გაჩენაა. ამის შემდეგ, როდესაც ისინი სექტორში დასაქმდებიან, ახლოური ამბობს, რომ გამოწვევა ანაზღაურების საკითხი ხდება. რადგან, აღნიშნული რეალიზაციაზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები