მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ კადრი სიმსონს შეხვდა - რა განიხილეს

სს
BM. GE
26.09.23 20:00
62

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, კადრი სიმსონს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმდინარეობაზე. ქართულმა მხარემ ევროკომისარს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა, მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართოს ამ კუთხით.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და გამოითქვა იმედი, რომ ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე გათვალისწინებული და სათანადოდ ასახული იქნება ევროკომისიის ანგარიშში.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში და ხაზი გაუსვეს საქართველოს მზარდ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე, გამოთქვეს იმედი, რომ თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში კიდევ უფრო გაღრმავდება და ახლო მომავალში სტრატეგიულ დონეზე ავა, რისთვისაც არსებობს ორივე მხარის მზადყოფნა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო გლობალური მნიშვნელობის ენერგოპროექტებს, რომლებშიც საქართველოა ჩართული. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე.

ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები