მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია ელოშვილის თქმით, აღმოჩნდა, რომ ქალაქში არის 179 დაუმთავრებელი მშენებლობა

5e41c08f98817
თამთა ჯიჯავაძე
11.02.20 00:40
1481
აღმოჩნდა, რომ ქალაქში არის 179 დაუმთავრებელი მშენებლობა, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა ვიდეოდიალოგის ფარგლებში განაცხადა, რა დროსაც კახა კალაძემ მოადგილეებთან ერთად მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა სწორედ დაუმთავრებელ მშენებლობებს ეხებოდა. ელოშვილის თქმით, დაახლოებით 10 000-მდე ოჯახი ელოდება თავის სახლს.

„რა თქმა უნდა, მათი მდგომარეობა არის ძალიან რთული და მძიმე. ძირითადადი მასა ამ მოსახლეობის არის თავმოყრილი რამდენიმე ასეთ კომპანიში, მათ შორის ყველაზე ცნობილია „ცენტრ პოინტი“, „სვეტი“, ბოჭორიშვილის დაზარალებულები, ყიფშიძის ქუჩაზე არის ძალიან ბევრი დაზარალებული. ჩვენ შევქმენით საკანონმდებლო ბაზა, შევქმენით სპეციალური კომისია, რომელსაც მიენიჭა ყველანაირი ბერკეტი, რომ გამოიყენოს იურიდიული, ფინანსური და ასევე, არქიტექტურული მიმართულებით გამონაკლები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვაგვაროთ და გავუიოლოთ იმ მშენებლებს, რომლებიც იწყებენ ამგვარი მშენებლობების დასრულებას, ეს სამუშაობი.

ჩვენ უკვე ფაქტობრივად გასულები ვართ ბოლოში „სვეტთან“ დაკავშირებით, ძალიან კარგი სტარტი გვაქვს „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით, ასევე კომისია მუშაობს წარმატებით.. 30-მდე სხვადასხვა მიმართვა გვქონდა, აქედან 10-მდე უკვე დაწყებულია, შედარებით ძველი მშენებლობებია. ჩვენ ვაგრძლებთ ამ სამუშაოებს. მერიისთვის ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პირორიტეტი“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ცნობისთვის, საუბარია სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულ ოჯახებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები