სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, რომ აღდგომილ მაცხოვარს ყველანი ერთად ანთებული სანთლებით შევხვდეთ ღამის 12 საათიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.
შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია 23:00 საათზე დაიწყება.
მრევლი ამ წუთებში ტაძარში იკრიბება. ისინი კომენდანტის საათის ამოქმედებას ასწრებენ და ცდილობენ 21:00 საათამდე ტაძარში მოასწრონ მისვლა.