მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილია II-ს სამებიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ - პროცესია მესხიშვილის ქუჩის გავლით გაემართება

ილია მეორე
22.03.26 00:33
1043

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესიის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

კერძოდ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის პროცესია, 15:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების შემდეგ გაემართება მესხიშვილის ქუჩის გავლით, ავლაბრის მეტრომდე და ბარათაშვილის დაღმართით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, შავთელის ქუჩის გავლით ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე სიონის საპატრიარქო ტაძრამდე.

გზების აღნიშნულ მონაკვეთებზე, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, დაემშვიდობოს მის უწმინდესობას, ასევე მთელს მარშრუტზე განთავსებულ დიდ ეკრანებზე ადევნოს თვალი დაკრძალვის ცერემონიის ტრანსლაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები