მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილია II-ს სამების ტაძარში დღეს, 16:00 საათზე გადაასვენებენ

საპატრიარქო
18.03.26 12:57
1204

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოს რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში დღეს 16:00 საათზე გადაასვენებენ - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ფეხით მსვლელობა დაიწყება 16.00 სთ-ზე", - ნათქვამია განცხადებაში.

93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები