მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილია კევლიშვილი - Forbes 30/30 (2021), MIT-ს მკვლევარი, გამარჯვებული კატეგორიიდან მეცნიერება

BM.GE
12.12.22 00:19
608
#30under30-ის კიდევ ერთ გამარჯვებულზე უნდა მოგიყვეთ. ამჯერად უფრო კარგად ილია კევლიშვილი უნდა გაგაცნოთ, რომელმაც მეცნიერების კატეგორიაში გაიმარჯვა. ილია ამერიკაში სასწავლებლად 2012 წელს წავიდა და ბაკალავრის ორმაგი ხარისხი აიღო ქიმიისა და მათემატიკის მიმართულებით. 30 under 30-ის გამარჯვებულმა დოქტორანტურის ხარისხი პიცბურგის უნივერსიტეტში მიიღო, ამჟამად კი წარმატებულ საქმიანობას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, პოსტდოქტორალური მკვლევარის პოზიციაზე აგრძელებს.