მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილია მეორე იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის… დიდია დღეს ჩვენი გლოვა - მეუფე შიო მუჯირი

სს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე კლინიკაში გარდაიცვალა.

ინფორმაცია მეუფე შიომ ჟურნალისტებთან დაადასტურა.

"ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც უნდა მოგახსენოთ, რამდენიმე წუთის წინ განისვენა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ. ეს იყო ეპოქალური ადამიანი, უდიდესი დანაკარგია მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მინდა, მივუსამძიმრო ყველა ქართველს, მთელ საქართველოს, ჩვენ ეკლესიას და მთელ საქრისტიანოს. მისი მეშვეობით, მისი ღვაწლით ღმერთმა ხელახლა მოაქცია საქართველო ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ის იყო დიდი აღმშენებლი ჩვენი ეკლესიის, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობა. დიდი ჩვენი გლოვა, მინდა კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ ყველას. არის ნუგეშიც იმაში, რომ ჩვენ შევიძინეთ ზეციერი მფარველი, მთელმა საქართველომ, და ყოველმა ჩვენგანმა, ვინაიდან ის ჩვენი მამა იყო, არის და იქნება" - თქვა მეუფე შიომ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს. კლინიკის წარმომადგენელის განცხადებით, მას კუჭიდან მასიური სისხდენა აღენიშნებოდა. ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 17 მარტს დილით განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პატრიარქის მდგომარეობა "პრობლემურია, თუმცა, სტაბილური".

ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღძვრად 1977 წელს აირჩიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები