ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონი გახდა. მან მამაკაცთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში შეჯიბრების ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი დაამარცხა.
ქართველმა ჯუდოკამ ოქროს მედალი მოიპოვა, რაც საქართველოსთვის მეორე უმაღლესი სინჯის მედალია მონტენეგროში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე.

























