მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილია წულაია: "ეროვნული ბანკის რეგულაციები შესარბილებელია"

5c9ce55f0c864
ანუკა ჯოხაძე
28.03.19 19:23
1448
“ეროვნული ბანკის რეგულაციები შესარბილებელია”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ილია წულაიამ განაცხადა. მისი თქმით, ბანკები უფრო მეტად უნდა აფინანსებდნენ მშენებლებს და ნაკლები უნდა იყოს მათი თანამონაწილეობაც. წულაია სამშენებლო სექტორში შიდა განვადების საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ეს არ არის დეველოპერული ბიზნესის საქმე.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ რეგულაციების შერბილება მოხდება, ეს საკითხიც პარალელურად მოგვარდება.

“ვისურვებდი, რომ ბანკები უფრო აფინანსებდნენ მშენებლებს და უფრო ნაკლებ თანამონაწილეობას ითხოვდნენ ბიზნესისგან. ეს უფრო განავითარებდა ამ სფეროს და გააჯანსაღებდა. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციები შესარბილებელია. უფრო მეტად ლიბერალიზაცია უნდა მოხდეს”-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ილია წულაია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალი წესი, რომელიც შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემას კრძალავს. ამასთან დაწესდა ზღვრები - შემოსავლის რა ნაწილი შეიძლება იყოს მიმართული სესხის მომსახურებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები