მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილია წულაია: პარლამენტში ბიზნესმენების მოსვლით ბიზნესზე ორიენტირებული კანონების მიღება მოხდება

57b98681a4e0f
BM.GE
21.08.16 14:45
1952
კომპანია „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელი ილია წულაია დიდუბის ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია. ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლის მიზეზებზე წულაიამ „ბიზნესკონტრაქტთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარლამენტში ბიზნესიდან წასული პირების ყოფნა, ხელს შეუწყობს ბიზნესზე ორიენტირებული კანონების მირებას.

""ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ის არის, რომ ბიზნესისგან ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არ გაგიგიათ. ეს ალბათ საწყისი და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია, რამაც რადიკალურად შეცვალა ბიზნესის განწყობები, დამოკიდებულება და ბაზა, რაზეც ბიზნესი ეწყობა. თუ ბიზნესზე ზეწოლაა, ფაქტიურად იგი არ არსებობს. არაერთი შეხვედრა გვქონია მთავრობის წარმომადგენლებთან. არის პრობლემები იგივე საპარლამენტო ცხოვრებაში, თუნდაც კანონში საპოლიციო გამოსახლების შესახებ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესმენების მონაწილეობა პოლიტიკაში. პოლიტიკური ლიდერებისგან ბევრი შემოთავაზება მქონდა, იყო მსჯელობა, მე მიყვარს გამოწვევები და ვფიქრობ, რომ ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანების მოსვლა პარლამენტში მის საქმიანობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. იმედი მაქვს, რომ შეცდომები და კითხვის ნიშნები აღარ იქნება.
 
“ქართული ოცნების“ ღირებულებები თანხვედრაშია ბიზნესმენების ღირებულებებთან. ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ჩემი გადაწყვეტილების მიღების სწორედ ეს იყო. მჯერა რომ შემდგომ პარლამენტში ბიზნესმენების მოსვლით კიდევ უფრო ძლიერი და ბიზნესზე ორიენტირებული კანონების მიღება მოხდება“, - განაცხადა წულაიამ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები