მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილია წულაია: პრაქტიკულად ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნა ვერ მოხდა

5880d5be4aabd
BM.GE
19.01.17 19:03
1700
"ვფიქრობთ ისეთი საკანონმდებლო რეგულაციას რომელიც ერთი ჯგუფის მიერ ბანკის ფლობას აკრძალავს", - განაცხადა გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ილია წულაიამ. მისი განცხადებით, საკანონმდებლო დონეზე, ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა დარეგულირებულია და აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ უნდა იდგეს, თუმცა პრაქტიკულად ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნა ვერ მოხდა. წულაიას განცხადებითვე, საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ბანკებისგან არაპროფილურ აქტივებს გამიჯნავს, ბიზნესის უმრავლესობაც ეთანხმება.

"ბიზნესი იმის მაგივრად რომ ბანკში ხედავდეს პარტნიორს, ხედავს კონკურენტს. ამიტომ გვსურს რომ მოხდეს ბანკებისგან არაპროფილური აქტივების გამიჯვნა, რომ მას კერძო ბიზნესთან პარტნიორობის პოზიცია ჰქონდეს", - განაცხადა წულაიამ. მისივე განცხადებით, საკითხზე კონსულტაციები სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები