მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილიას ბიზნესის სკოლის ლექტორები სკოლის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

5c5d5407eaf65
BM.GE
08.02.19 14:10
1211
ილიას ბიზნესის სკოლის პროფესორები და ლექტორები სკოლის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ:

"გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა იმ რეფორმების მიმართ, რომელიც ხორციელდებოდა ბიზნესის სკოლაში და ვამაყობთ ამ რეფორმების განხორციელებაში შეტანილი წვლილით.

ჩვენ გავეცანით რექტორის, დეკანისა და აკადემიური საბჭოს განცხადებებს და ვხელმძღვანელობთ რა ჩვენი სტუდენტების ინტერესებით, ვთვლით, რომ შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია:

▪️ბიზნესის სკოლისთვის პირვანდელი სტატუსის დაბრუნება;
▪️რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლობითი მონაწილეობით.

აღნიშნულ განცხადებას მხარს უჭერს 60 ლექტორზე მეტი",- ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძე ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდანიანვრის ბოლოს გათავისუფლდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განმარტებით, აღნიშნული ფაქტი უნივერსიტეტში არსებულ რეორგანიზაციას უკავშირდება, რომელიც ბიზნეს სკოლის გაუქმებას და ახალი მენეჯმენტის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის შემქნას გულისხმობს.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერს 76 პირი, მათ შორის არიან: რატი კოჭლამაზაშვილი, მაია მელიქიძე, გიორგი ქადაგიძე, გიორგი პაპავა, ლევან ფავლენიშვილი, ლაშა ქავთარაძე, თინა ტურძილაძე, ნინო თანდილაშვილი და სხვები. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები