ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სტუდენტები განათლების სამინისტროს მიერ სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტების განაწილებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.
სტუდენტების ამბობენ, რომ, ქვეყნის განათლების სისტემა საფრთხის წინაშეა, ამიტომ გამოსავალი მათი თქმით, წინააღმდეგობაშია და პროტესტი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება.
ამ დროისთვის უნივერსიტეტის შენობის წინ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები სიტყვით გამოდიან. მათი თქმით, ფართომასშტაბიანი აქცია 15 თებერვალს, დედაენის ბაღში გაიმართება.




























