ყვარელში, ილიას ტბასტან, სასტუმროს ასაშენებლად სახელმწიფო უძრავ ქონებას ყიდის.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ელექტრონულ აუქციონზე, ქალაქ ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ არსებული 29 962 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება. უძრავი ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 150 000 ლარს შეადგენს.
საპრივატიზებო პირობის მიხედვით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე დაინტერესებულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, სულ მცირე, 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, 40 ნომრის მქონე სასტუმროს შექმნა და 40 ადამიანის დასაქმება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აგრძელებს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომლის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ინვესტორებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შესთავაზოს.

























