ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის რექტორს გიგა ზედანიას თანამდებობის დასატოვებლად დროს ხვალ 22:00 საათამდე აძლევს. აღნიშნულის შესახებ განცხადება სტუდენტებმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს.
გავრცელებულ განცხადებაში ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბიზნესსკოლის სტუდენტთა ნაწილი აღნიშნავს, რომ გიგა ზედანია გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს. ისინი ასევე განათლების მინისტრს მოუწოდებენ, ილიას უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდნენ. სტუდენტთა შეფასებით, ილიაუნში დღეს კრიზისული მდგომარეობაა.
„ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტების მივმართვა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს: ჩვენ, სტუდენტებს გათვალისწინებული გვაქვს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი და ვაზროვნებთ რა სახელმწიფოებრივად, მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ ილიას უნივერისტეტში არსებული კრიზისული მდგომარეობით, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც უნივერსიტეტის ავტონომიურობა იძლევა. ჩვენს უნივერსიტეტში მმართველობა ცენტრალიზებულია, არ ხდება სტუდენტების ჩართულობა ერთპიროვნულ მმართველად რექტორის არჩევით პროცესში და მართავს მხოლოდ თავისი სურვილით უნივერსიტეტს. ამას ადასტურების ბიზნესის ფაკულტეტის გაუქმება და სხვა უსამართლო გადაწყვეტილებები, ასევე, ფინანსური ხარჯების გაუმჭირვალობა“, - აღნიშნულია განათლების მინისტრისადმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის სტუდენტთა ნაწილის განცხადებაში.
ipn.ge

























