ილონ მასკი 2018 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად დირექტორად დასახელდა. The New York Times-ის კვლევის მიხედვით, Tesla-ს ხელმძღვანელმა გასულ წელს, $ 2,28 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2017 წლის ანაზღაურებასთან შედარებით 4500%-ით მეტია.
მეორე პოზიცია Discovery Inc-ის აღმასრულებელ დირექტორს ხვდა წილად. დევიდ ზასლავის შემოსავალი 2018 წელს 129 მილიონი დოლარით განისაზღვა.
რეიტინგში მესამე ადგილზეა კიბერუსაფრთხოების დარგში მომუშავე კომპანია Palo Alto Networks-ის დირექტორი. ინდოელმა ბიზნესმენმა ნიკეშ არორამ 2018 წელს ანაზღაურების სახით 125 მილიონი დოლარი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" წერდა, რომ ამერიკული ელქტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla კრიზისშია, ინვესტორები და ანალიტიკოსები კონცერნისადმი ნდობას კარგავენ. ბაზარზე სანდოობის შემცირება 2019 წლის აპრილში კომპანიიის მიერ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კვარტალურ წაგებაზე გასვლამ გამოიწვია.
წლის პირველ სამ თვეში Tesla-მ 702 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა. კონცერნის შემოსავლები 37%-ით, 4,54 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო ავტომობილების მიწოდებამ 31%-ით იკლო.

























