ილონ მასკი მაისიდან აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელის პოზიციიდან გადადგომას გეგმავს. მასკის თქმით, თანამდებობას ის თავისი გადაწყვეტილებით ტოვებს.
Fox News-თან ინტერვიუში მილიარდერმა ბიზნესმენმა განაცხადა, რომ DOGE-ის ხელმძღვანელის პოზიციაზე ყოფნისას “მთავრობაში რევოლუციას” ხელმძღვანელობდა.
“ვფიქრობ, ძირითადი სამუშაოები იმისთვის, რომ საბიუჯეტო დეფიციტი $1 ტრილიონით შევამციროთ, მოცემულ დროში უკვე ჩავატარეთ.
მთავრობა ეფექტიანი არ არის, ადგილი აქვს ფლანგვასა და თაღლითობას. დარწმუნებულები ვართ, რომ ხარჯების 15%-იანი შემცირება კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამთავრობო სერვისების შეფერხების გარეშეა შესაძლებელი”, - განაცხადა მასკმა.
DOGE-ის გუნდის განცხადებით, ხარჯების შემცირებით და თაღლითური კონტრაქტების გაუქმებით, მთავრობამ უკვე დაზოგა $115 მილიარდი. მასკი მიიჩნევს, რომ დეპარტამენტი სწორ გზაზე დააყენა და ახლა შეუძლია, რომ გადადგეს.
“ჩვენი მიზანია, რომ ფლანგვა და თაღლითობა $4 მილიარდით შევამციროთ ყოველ დღე, 24 საათი, კვირაში 7 დღე”, - თქვა ილონ მასკმა.