მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ილონ მასკი SpaceX-ის IPO-ში ჩართულ ბანკებს Grok-ის ხელოვნური ინტელექტის გამოწერას სთხოვს

ილონ მასკი

ილონ მასკი SpaceX-ის საჯარო აქციების განთავსების, ანუ საფონდო ბირჟაზე გასვლის პროცესში ჩართულ მსხვილ ბანკებსა და ფინანსურ მრჩევლებს, საკუთარი ჩატბოტის, Grok-ის გამოწერას სთხოვს.

New York Times-ის ინფორმაციით, ზოგიერთი ბანკი უკვე დათანხმდა წლიურად ათობით მილიონი დოლარის გადახდას და ხელოვნური ინტელექტის სისტემის საკუთარ IT სტრუქტურაში ინტეგრირებაც დაიწყო.

პროცესში ჩართულ წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებს შორის არიან ისეთი გიგანტები, როგორიცაა Morgan Stanley, Goldman Sachs-ი, JPMorgan Chase-ი, Bank of America და Citigroup-ი. აღსანიშნავია, რომ დასახელებული ბანკების უმრავლესობამ ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარისგან თავი შეიკავა.

ილონ მასკისა და SpaceX-ის წარმომადგენლებს Reuters-ის კითხვაზე, რამდენად სწორია The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ჯერჯერობით პასუხი არ გაუციათ. ცნობისთვის, Grok-ი მასკის ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ის პროდუქტია, რომლის პოპულარიზაციასაც ბიზნესმენი საკუთარი სხვადასხვა აქტივის მეშვეობით მუდმივად ცდილობს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფინანსური ინსტიტუტებისთვის მსგავსი სერვისების მიყიდვა IPO-ს მოსამზადებელ ეტაპზე ინდუსტრიისთვის არაბუნებრივია ნაბიჯია.

მასკის ეს მოთხოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ SpaceX-ის მომავალი IPO შესაძლოა ისტორიაში უმსხვილესი საფონდო დებიუტი გახდეს. ტექსასში დარეგისტრირებული კოსმოსური კომპანია $2 ტრილიონზე მეტის საბაზრო კაპიტალიზაციის მიღწევას ისახავს მიზნად, რაც, წარმატების შემთხვევაში ისტორიული შედეგი იქნება. Bloomberg-ის მონაცემებით, კომპანია გეგმავს $75 მილიარდის მოზიდვას, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს ისეთი გიგანტების IPO-ებს, როგორიც 2019 წელს Saudi Aramco, ხოლო 2014 წელს ჩინური Alibaba 2014 იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები