მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ 2010-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა, Vine-ი აღდგება.
მასკი განახლებულ პროგრამას Grok-ის ხელოვნურ ინტელექტზე დააშენებს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შექმნან AI-ტექსტზე დამყარებული ვიდეოები და ისინი მთელ მსოფლიოს გაუზიარონ.
მილიარდერის თქმით, აღდგება Vine-ის არქივიც და მისი ხილვა მხოლოდ სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) იქნება შესაძლებელი. თავდაპირველად, Vine-ის გამოყენება მხოლოდ X-ის პრემიეუმ გამომწერებს შეეძლებათ. მოგვიანებით კი ეს ფუნქცია სხვა მომხარებლებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ მასკი Vine-სთვის ახალი აპლიკაციის შექმნას არ აპირებს. ის იქნება Grok-ში ჩაშენებული ფუნქცია, რომელსაც მომხმარებლები AI-კონტენტის შესაქმნელად გამოიყენებენ. მასკი მოელის, რომ განახლებული პლატფორმა Tik-Tok-სა და Instagram Reels-ებს გაუწევს კონკურენციას. რადიკალურად განსხვავებული პოზიცია აქვთ კრიტიკოსებს. მათი შეფასებით, კონტენტის ხელოვნური ინტელექტით შექმნა ვერასდროს გახდება ისეთივე მოთხოვნადი, როგორც ადამიანის კრეატივით შექმნილი ორიგინალური ვიდეოები.




























