მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის მიერ დაფუძნებულმა ჰოლდინგმა, X-მა საზოგადოებას ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტი - Grok AI წარუდგინა.
მასკის განცხადებით, xAI-ს მიერ შექმნილი ენობრივი მოდელი გაცილებით უფრო სწრაფი და დახვეწილია, ვიდრე კონკურენტების მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტები, მათ შორის, OpenAI-ს ChatGPT და Google-ის მიერ შექმნილი Bard.
Grok-ის უპირატესობის წარმოსაჩენად X-ის გუნდმა რამდენიმე სატესტო ცდაც ჩაატარა, საიდანაც ჩანს, რომ მიმდინარე სიახლეების გადამუშავების საკითხში Grok-ის სისტემა უფრო ეფექტიანია, ვიდრე ChatGPT-ის.
ამ ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის მთავარი უპირატესობა სოციალურ ქსელ X-თან, იგივე Twitter-თან წვდომის არსებობაა. როგორც ჩანს, Grok-ს პირდაპირ რეჟიმში შეუძლია X-ზე წარმოდგენილი პოსტების გაცნობა და პასუხის გენერირებისას ამ მონაცემების გათვალისწინება.
ჯერჯერობით, Grok AI ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მისი გამოცდის უფლება მხოლოდ რამდენიმე კომპანიასა და კერძო პირს აქვს.
სავარაუდოდ, Grok-ის სერვისი საჯაროდ X Premium-თან ერთად იქნება ხელმისაწვდომი და მისი ღირებულება თვეში $16 იქნება.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.