მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის მიერ კომპანიის შესყიდვის შემდეგ, X/Twitter-ის ღირებულება 71%-ით შემცირდა

ილონ მასკი

2022 წლის ერთ-ერთ უმთავრეს გარიგებად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Twitter-ის $44 მილიარდად შესყიდვა უნდა ჩაითვალოს. ამის შემდეგ, ილონ მასკმა ჯერ მენეჯმენტი გაათავისუფლა, შემდეგ კი ბიზნესმოდელი შეცვალა და კომპანიას სახელი გადაარქვა.

აღნიშნული ცვლილებები, როგორც ჩანს, კომპანიას ძვირად დაუჯდა, რადგან, როგორც X-ის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერის, საინვესტიციო ჰოლდინგ Fidelity-ის ფინანსურ ანგარიშგებაში ვკითხულობთ, წილი, რომელსაც აბიგეილ ჯონსონის კომპანია ფლობს, ნოემბერში, $5.6 მილიონად იყო შეფასებული, ანუ აქციების ფასი 72%-ით შემცირდა. გამომდინარე იქიდან, რომ Fidelity-ის ანგარიშგებაში არაფერი წერია X-ში წილის შემცირებაზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანიის ჯამური შეფასებაც მკვეთრად შემცირდა.

კონკრეტულად რა მიზეზით შეამცირა Fidelity-მ საკუთარი წილის შეფასება უცნობია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი ეს კომპანიაში მიმდინარე არც თუ ისე სახარბიელო პროცესებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის საჯარო გამონათქვამების გამო, რომელთა ნაწილი ანტისემიტიზმის შესაძლო ნიშნებს შეიცავდა, X-ზე რეკლამის განთავსება მსოფლიოს უდიდესმა კომპანიებმა, მათ შორის Apple-მა, Disney-მ, Comcast-მა, Warner Bros Discovery-მ, Lionsgate-მა და Paramount Global-მა შეწყვიტეს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები