მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის xAI-მ მისისიპიში ელექტროსადგურის მშენებლობის უფლება მოიპოვა

ილონ მასკი

მისისიპის შტატის მარეგულირებელმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის სტარტაპ xAI-ს ქალაქ საუთჰეივენში ბუნებრივ აირზე მომუშავე 41-ტურბინიანი ელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვა მისცეს. როგორც ირკვევა, აღნიშნული ობიექტი Grok-ის ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო მონაცემთა ცენტრების ენერგომომარაგებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება თავად მონაცემთა ცენტრს, არსებული ინფორმაციით, ამ მიზნისთვის მასკი შტატში მდებარე ყოფილ ლიგისტიკურ ცენტრს გამოიყენებს.

გადაწყვეტილებას მწვავე პროტესტი მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების, მათ შორის NAACP-ის მხრიდან. აქტივისტები ითხოვდნენ განხილვის გადადებას, რადგან ის შტატში მიმდინარე არჩევნების დღეს დაემთხვა, რამაც მაცხოვრებლების ნაწილს პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მისცა. გარემოს დამცველები შიშობენ, რომ ტურბინების მუშაობა გამოიწვევს ჰაერის დაბინძურებას აზოტის ოქსიდებითა და ფორმალდეჰიდით, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩრდილოეთ მისისიპისა და მემფისის მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.

გარდა ეკოლოგიური რისკებისა, საუთჰეივენის მაცხოვრებლები ხმაურის მაღალ დონესაც უჩივიან. xAI დროებით ტურბინებს ფედერალური ნებართვის გარეშე უკვე თვეებია იყენებს, რის გამოც NAACP-ი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტებმა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აიღეს ვალდებულება, თავად უზრუნველყონ საკუთარი ობიექტების ენერგომომარაგება, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მასშტაბით მარეგულირებლებმა მილიარდერების გეგმები ადგილობრივების ბიზნესამბიციებზე მაღლა არ უნდა დააყენონ, რადგან ეს თავად პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის რეიტინგსაც დააზიანებს და იმ მიზნებს, რაც რესპუბლიკელებს აქვთ, გრძელვადიანად შეუქმნის საფრთხე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები