მოკლე პერიოდში მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმის, ილონ მასკის ქონება დაახლოებით 35 მილიარდი დოლარით შემცირდა და ამჟამად მისი პორტფელის შეფასება $199 მილიარდს შეადგენს.
მასკის ქონების შეფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია საფონდო ბირჟაზე კომპანია Tesla-ს აქციების ვარდნასთან. ერთთვიან პერიოდში კომპანიის კაპიტალიზაცია თითქმის 15%-ითაა შემცირებული, რასაც არადამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგები განაპირობებს.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Tesla-მ 23.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნაცვლად პროგნოზირებული $24.06 მილიარდისა.
გარდა ამისა, კომპანიას იმედგამაცრუებელი შედეგები ჰქონდა მოგების მიმართულებითაც. კერძოდ, წმინდა მოგებამ 2.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ნაცვლად $2.56 მილიარდისა.
შემოსავლების არასახარბიელო შედეგები Tesla-ს ელექტრომობილების ფასების შემცირებითაა განპირობებული, რასაც, თავის მხრივ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და გააქტიურებული კონკურენცია იწვევს.
კომპანიას პრობლემები აქვს წარმოების კუთხითაც. ილონ მასკის განცხადებით, Cybertruck-ის წარმოება მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება და 2025 წლამდე საწარმოო მაჩვენებელი 250,000 ერთეულს მიაღწევს, რაც აგრეთვე პროგნოზირებულზე დაბალი შედეგია.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.