Tesla-ს დამფუძნებელს, მილიარდერ ილონ მასკს მეთოთხმეტე შვილი შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაცია ბავშვის დედამ, შივონ ზილისმა X-ზე გაავრცელა. ზილისსა და 53 წლის მასკს ერთად ოთხი შვილი, ორი ვაჟი და ორი გოგონა ჰყავთ.
"ილონთან საუბრის შემდეგ, ვფიქრობთ, უკეთესია თუ პირდაპირ გამცნობთ ჩვენი მშვენიერი და გასაოცარი ვაჟის, სელდონ ლიკურგუსის დაბადება", - წერს ზილისი.
შივონ ზილისი ილონ მასკის ერთ-ერთი კომპანიის, Neuralink-ის დირექტორია, წყვილს ტყუპები 2021 წელს შეეძინათ, რამდენიმე კვირის შემდეგ კი მასკსა და მუსიკოს კლერ ბუჩერს, იგივე გრაიმსს, სუროგატის დახმარებით პირველი გოგონა გაუჩნდათ. ბუჩერთან მასკს სამი შვილი ჰყავს, ვაჟები: X Æ A-12 და ტექნო მექანიკუსი და გოგონა: ექსა დარკ საიდრილი.
მასკის მეცამეტე შვილი, R.S.C. ხუთი თვის წინ დაიბადა. ილონ მასკი R.S.C.-ის მეურვეობის საკითხზე სასამართლოს წინაშე, სავარაუდოდ, 29 მაისს წარდგება.
მასკს 14 შვილი 22 წლის განმავლობაში შეეძინა.




























